ჩვენს შესახებ

საიტით სარგებლობის წესები

ჰელმუტ ნიუტონი დაიბადა ბერლინში, 1920 წელს, შეძლებული ებრაელის ოჯახში. იგი იზრდებოდა ლიბერალური პრინციპებით. ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში 12 წლიდან გაჩნდა, როდესაც მამამ ფოტოაპარატი უყიდა. ამ კამერით იგი იღებდა რადიოანძებსა და ქუჩის სცენებს/კადრებს, განიცდიდა რა თანამედროვე ხელოვნებაში არსებული მოძრაობების გავლენებს, როგორებიც იყო ბაუჰაუზი, კონსტრუქტივიზმი და სურეალიზმი. იმ პერიოდის ბერლინი, ცნობილია როგორც წარმატებისა და თავისუფლების ქალაქი, სადაც ბევრი ახალგაზრდა არტისტი ახალი იდეების ძიებასა და ინოვაციური ტექნიკის ჩამოყალიბების პროცესებში იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ივი (Yva), განმაცვიფრებლად ნიჭიერი ქალი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა high art-ისა (ელიტარული ხელოვნების/კულტურის) და მოდერნიზმს მოდურ ფოტოგრაფიაში. სწორედ ივიმ მისცა საშუალება 16 წლის ნიუტონს, ემუშავა მასთან ერთად როგორც შეგირდს. მისი სტუდია შარლოტენბურგში, დასავლეთ ბერლინის პრესტიჟულ უბანში, გახდა „სასტარტო მოედანი“ ჰელმუტისთვის და ბევრი მისი სტილისტური შტრიხი სათავეს სწორედ ამ გამოცდილებიდან იღებს. ჰელმუტ ნიუტონი დაიბადა ბერლინში, 1920 წელს, შეძლებული ებრაელის ოჯახში. იგი იზრდებოდა ლიბერალური პრინციპებით. ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში 12 წლიდან გაჩნდა, როდესაც მამამ ფოტოაპარატი უყიდა. ამ კამერით იგი იღებდა რადიოანძებსა და ქუჩის სცენებს/კადრებს, განიცდიდა რა თანამედროვე ხელოვნებაში არსებული მოძრაობების გავლენებს, როგორებიც იყო ბაუჰაუზი, კონსტრუქტივიზმი და სურეალიზმი. იმ პერიოდის ბერლინი, ცნობილია როგორც წარმატებისა და თავისუფლების ქალაქი, სადაც ბევრი ახალგაზრდა არტისტი ახალი იდეების ძიებასა და ინოვაციური ტექნიკის ჩამოყალიბების პროცესებში იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ივი (Yva), განმაცვიფრებლად ნიჭიერი ქალი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა high art-ისა (ელიტარული ხელოვნების/კულტურის) და მოდერნიზმს მოდურ ფოტოგრაფიაში. სწორედ ივიმ მისცა საშუალება 16 წლის ნიუტონს, ემუშავა მასთან ერთად როგორც შეგირდს. მისი სტუდია შარლოტენბურგში, დასავლეთ ბერლინის პრესტიჟულ უბანში, გახდა „სასტარტო მოედანი“ ჰელმუტისთვის და ბევრი მისი სტილისტური შტრიხი სათავეს სწორედ ამ გამოცდილებიდან იღებს.
განთავსებული მასალის მესამე პირისთვის გადაცემა
პასუხისმგებლობა